კალიფორნიის სასამართლომ, Apple-ის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილ ხელმძღვანელს, რომელიც კომპანიაში გლობალური მიწოდებებით იყო დაკავებული, პოლ დივაინს 1 წლით და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა და $4.4 მლნ-ის ჯარიმის გადახდა მიუსაჯა იმისთვის, რომ მან მესამე პირებს Apple-ის ფინანსური ინფორმაცია გადასცა.
გამოძიების ინფორმაციით, დივაინმა ინფორმაციის გაყიდვით $2.5 მლნ მიიღო. მისი სახლის ჩხრეკისას $125 ათასი, ფეხსაცმელების ყუთებში იპოვეს.
პოლ დივაინი Apple-ში 2005-დან 2010 წლამდე მუშაობდა, როცა ის დააპატიმრეს. გამოძიების ინფორმაციით, სინგაპურელ მიმწოდებლებთან თანამშრომლობა მან 2007 წელს დაიწყო. მას საერთო ჯამში 23 ბრალდება წაუყენეს და ყველა მათგანში დამნაშავედ სცნეს.
დივაინმა განაცხადა, რომ დანაშაულზე წავიდა ფინანსური პრობლემების და ასევე შიშის გამო, რომ მისი მშობლებივით ღარიბი იქნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები