საერთაშორისო პროფკავშირების,საქართველოს ზოგადი განათლების პროფესიული კავშირისა და ასოციაცია „ათინათის“ მიერ მესტიის რაიონ სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლას სხვადასხვა სახეობის 200- მდე წიგნი გადაეცა.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა პროექტმა გაიმარჯვა,რომლის ფარგლებში სკოლის მწირი ბიბლიოთეკა განახლდა. გამარჯვებული პროექტის ავტორი ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი აფრასიძე გახდა.
სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებს გააგრძელებენ.
მასალის გამოყენების პირობები