ზუგდიდის იუსტიციის სახლში მერიასა და საკრებულოში დასაქმების მსურველთა ტესტირება მიმდინარეობს. საჯარო მოხელეთა კონკურსის მეორე ტესტირების ეტაპი დღეს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდება.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის კახაბერ ფარცვანიას თქმით, ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
"ტესტირების ეტაპს სულ 374 კონკურსატი გაივლის. გასაუბრების თარიღი კი, ტესტირების შედეგების შეჯამების შემდეგ გახდება ცნობილი" - თქვა კახაბერ ფარცვანიამ.
ქალაქ ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში დასაქმების მსურველთა 1 449 განაცხადი იყო შესული. აქედან, მეორე ტურზე 374 გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები