კონსორციუმი, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ააშენებს, 2015 წლის ზაფხულში გამოვლინდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის სამთავრობო კომისიამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 12 მონაწილე მსხვილი კონსორციუმიდან მეორე ეტაპზე 7 გადაიყვანა.
მეორე ეტაპზე გადასულმა კომპანიებმა პორტის განვითარების კონცეფცია და დაფინანსების წინადადებები უნდა წარადგინონ, რისთვისაც 4-თვიანი ვადა მიეცემათ; ტექნიკურ და ფინანსურ მხარეს კი საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებული გერმანული კომპანია შეაფასებს.
12 კონსორციუმის მიერ ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე წარდგენილი წინადადებები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები