რუბრიკები
ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთი წლით გადაიდო
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოს 2011 წელს გაიმართა. მორიგი არჩევნები 2015 წლის თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა ე. წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ინიციატივით და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების გადაწყვეტილებით, დანიშნული ვადა შეიცვალა. ადგილობრივი არჩევენები ოკუპირებულ აფხაზეთში 2016 წლის აპრილში ჩატარდება. ხაჯიმბას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო რეფორმების მიღებამდე არჩევნების ჩატარება უპრიანი არ იქნება. მით უმეტეს, როცა აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის ახალი ნიმუშების გაცემაც 2015 წლის იანვრიდან დაიწყება და შესაბამისად, ვისაც საბუთები წესრიგში არ აქვს, თებერვლამდე ყველა ვერ მოასწრებს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას. ,,მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომავალ არჩევნებამდე გალის მოსახლეობის სტატუსიც აუცილებლად უნდა განისაზღვროს და მათი საკითხიც მოგვარდეს." - აღნიშნა ხაჯიმბამ ოკუპირებული აფხაზეთის სამთავრობო წრეებთან შეხვედრისას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.