რუბრიკები
რა ცვლილებებს გეგმავს Facebook 2015 წლიდან
2015 წლის 1 იანვრიდან სოციალური ქსელი ”ფეისბუქი” საკუთარ მომხმარებლებს რამდენიმე ცვლილებას შესთავაზებს. პირველ რიგში, ცვლილებები შეეხება ნიუსფიდში რეკლამის რაოდენობას, რომელიც მომავალი წლიდან შემცირდება. კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ”ფეისბუქი” ცვლილებებს შეიტანს ნიუსფიდის ალგორითმში, რაც სარეკლამო შინაარსის შემცველი განცხადებების შემცირებას გამოიწვევს. სარეკლამო ხასიათის განცხადებები შეიზღუდება იმ მომხმარებლებისთვისაც, რომელთაც მოწონებული ჰქონდათ კონკრეტული ბრენდის ან ცნობილი ადამიანის გვერდი. ”ფეისბუქის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ეს კატეგორიაც ნაკლებ სარეკლამო ინფორმაციას მიიღებს. ”ცვლილებებისკენ გვიბიძგა ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა, რომ ნიუსფიდში საკუთარი მეგობრებისა და ახლობლებისგან უფრო მეტი ამბის მიღებას ამჯობინებდნენ, ვიდრე სარეკლამო ინფორმაციის”, - აცხადებენ ”ფეისბუქში”. კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ მართალია ნიუსფიდში მსგავსი გვერდებიდან ინფორმაციების რაოდენობა შემცირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაიზრდება ფასიანი რეკლამის რაოდენობა მომხმარებელთა ნიუსფიდში. ”გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებელს დადებითი შთაბეჭდილებები დარჩეთ ”ფეისბუქის” მოხმარებისგან”, - აღშნავენ კომპანიის წარმომადგენლები. სოციალური ქსელის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება სავარაუდოდ, შეამცირებს ”ფეისბუქის” რეკლამით მიღებულ შემოსავლებს. მხოლოდ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ”ფეისბუქის” სარეკლამო შემოსავალმა 2,96 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც სოციალური ქსელის საერთო შემოსავლის 92,5 პროცენტია. კიდევ ერთი ცვლილება ძიების ფუნქციას შეეხება. ახალი ცვლილებების თანახმად, სოციალური ქსელი საკუთარ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, იპოვოს თავიანთი მეგობრებისა და ახლობლების მიერ გაზიარებული პოსტები. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ საძიებო ველში განხორციელებული ცვლილებები ხელმისაწვდომი იქნება სმარტფონებისა და iPhone-ებისთვისაც. სოციალურ ქსელში ასევე მუშაობენ მომხმარებლისთვის მისი ან მისი მეგობრების ადგილმდებარეობის მიხედვით ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე. მაგალითად, მომავალში, როდესაც თქვენი მეგობარი საკუთარი ადგილმდებარეობის კონკრეტულ ადგილს მონიშნავს, სოციალური ქსელი საშუალებას მოგცემთ, იხილოთ ახლომდებარე რესტორნების მენიუები ან იმ ადგილებში მყოფი მეგობრების ამბები. ყველა ცვლილებება ”ფეისბუქზე” ძალაში 2015 წლის 1 იანვრიდან შევა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.