რუბრიკები
სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე ყოფილ უბნის ინსპექტორებს პატიმრობა მიესაჯათ (ვიდეო)
კოალიცია “ქართული ოცნების” წევრის სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე დაკავებული ყოფილ უბნის ინსპექტორ–გამომძიებელი ემზარ მაისურაძე ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ამნისტიის გათვალისწინებით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე, ამავე საქმეზე დაუსწრებლად და ამნისტიის გათვალისწინებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ყოფილ უბნის ინსპექტორ–გამომძიებელს გელა ნაროშვილს. მოქალაქე ოთარ მოვსესიანს (ქეცბაია) კი ამნისტიის გათვალისწინებით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ემზარ მაისურაძეს ადვოკატი გია გოროზია მოსამართლე შოთა ბიჭიას გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. "მოსამართლეს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. საინტერესოა რას დაეყრდნო სასამართლო და რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მოსამართლემ გადაწყვეტილება გარკვეული ზეწოლის შედეგად მიიღო" - უთხრა რადიო "ათინათს" გია გოროზიამ. მოსამართლის გადაწყვეტილებას ასევე უსამართლოდ მიიჩნევენ ემზარ მაისურაძის ოჯახის წევრები და ახლობლები. "ჩემი ქმარი უდანაშაულოა. ესენი არაადამიანები არიან. აუცილებლად გავასაჩივრებთ, მაგრამ ამ საქართველოში სად უნდა გავსაჩივროთ, ვის უნდა გავუსაჩივრო", - ამბობს ცირა ჭურღულია. პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, სერგო ჩაჩიბაია სამართალდამცავებმა ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე 2012 წელს დააკავეს. მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩაჩიბაია მეორე ინსტანციის სასამართლომ გაათავისუფლა. პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო უწყება ემზარ მაისურაძეს სამსახურებრივი უფლება მოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით პირის დევნას ედავება. „სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით პირის დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, დაკავებულია შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ყოფილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ემზარ მაისურაძე. ასევე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროს-გამომძიებელს გელა ნაროუშვილს და მოქალაქე ოთარ მოვსესიანს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის მარტში ემზარ მაისურაძემ და გელა ნაროუშვილმა, ოთარ მოვსესიანისა დასხვა პირების დახმარებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობის ხელისშეშლის და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტია  „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი აქტიური წევრი, სერგო ჩაჩიბაია, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უფლება მოსილების გადამეტებით,  წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, კონფლიქტური სიტუაციის ინსცენირების შედეგად, უკანონონოდ დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით  მაისურაძემ თანმხლებ პირებთან ერთად განზრახ დააზიანა სამსახურებრივი ქურთუკი და პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანის სავარძელი, რაც შემდეგში სერგო ჩაჩიბაიას მიერ, თითქოს და პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთი მტკიცებულება გახდა. სერგო ჩაჩიბაია მიეცა პასუხისგებაში სსკ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 147-ემუხლის პირველი ნაწილით, 156-ემუხლით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 3691-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც პროკურატურამ ემზარ მაისურაძის დაკავების დროს გაავრცელა.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.