რუბრიკები
რაჭული ლობიანი ბარბარობისთვის
ინგრედიენტები: ლობიო - 1 კგ; ღორის ქონი - 100 გრ (ან ზემოთ ნახსენები ჩახარშვის მეთოდით); ფქვილი - 1 კგ; საფუარი - 1 სუფრის კოვზი; შაქარი - 1 სუფრის კოვზი; ზეთი - 2 სუფრის კოვზი; მარილი - 1 ჩაის კოვზი; მომზადება: გულსართი: ვხარშავთ ლობიოს (შეგიძლიათ, წინა ღამეს დაალბოთ). პირველი წამოდუღების შემდეგ წყალს ვუცვლით და ვაგრძელებთ ხარშვას. კარგად რომ მოიხარშება, წყალს გადავწურავთ, დავუმატებთ მარილს გემოვნებით, შევაზავებთ ღორის ქონით და ჩავზელთ, მასა თუ კარგადაა ცხიმით გაჯერებული - ლობიო არავითარ შემთხვევაში არ გადმოიყრება. ცომი: 1 ლიტრ თბილ წყალში (ვინაიდან უკვე ცივა, წყალი უფრო ცხელი უნდა იყოს, ვიდრე გრილი. ხელს არ უნდა გწვავდეთ, თუმცა კარგად თბილი უნდა იყოს) ვყრით 1 სუფრის კოვზ შაქარს, 1 სუფრის კოვზ საფუარს, 1 ჩაის კოვზ მარილს. მოვურიოთ და ყველაფერი კარგად რომ გაიხსნება, ფქვილიან თასში ჩავასხათ. მოვზილოთ რბილი ცომი და დავდგათ ასაფუებლად. ცომის გუნდა გავაბრტყელოთ, დავადოთ გულსართი, მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ. ცხობა შესაძლებელია ტაფაზეც და ღუმელშიც. ცხობისას ცხიმის გამოყენება საჭირო არის. უკვე გამომცხვარ ლობიანს ზემოდან კარაქი გადაუსვით. რაჭული ლობიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელი ჯიშის ლობიოს გამოიყენებთ. ყველაზე შესაფერისია "ბათუმელას" ჯიში. ამ ლობიანში სანელებლები არ იხმარება. მათ შორის არც პილპილი. მხოლოდ მარილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.