საძიებო სისტემა Google წლის იმ მოვლენებს, ადამიაებს თუ სამეცნიერო/ტექნოლოგიურ მიღწევებს აქვეყნებს, რომელსაც ყველაზე ხშირად გუგლავდნენ ადამიანები 2014 წლის მანძილზე.
2014 წლის ათეული განსხვავებულია გასული წლების 10 ყველაზე პოპულარული საძიებო სიტყვისგან. წელს მასში პირველად არ მოხვდა ეფლის ახალი გაჯეტი, თუმცა ათეულში ერთ-ერთმა თამაშის აპლიკაციამ შეაღწია.
ათეულში პირველი მსახიობი რობინ უილიამსი, რომელმაც მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, 63 წლის ასაკში, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
მეორე ადგილზეა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, ხოლო მესამეზე ვირუსი ებოლა.
ათეულში მოხვდა მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც 2014 წლის მარტში, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა, წლის ყველაზე პოპულარული გამოწვევა - ICE BUCKET CHALLENGE კი გუგლის სიის მეხუთე ნომერია.
და აი ისიც. აპლიკაცია მობილურისთვის Flappy Bird გუგლის ტრენდების ათეულში, მეექვსე ადგილზეა. სხვათაშორის ეს თამაში არც გიგანტური კომპანიის შექმნილია და არც მილიონებია მასზე დახარჯული. თამაშის შემქმნელი ვიეტნამელი დეველოპერია. მან თამაში ეფლ სთორიდან და გუგლ ფლეიდან მალევე თავისი ინიციატივით წაშალა, რადგან გადაწყვიტა, რომ Flappy Bird ზედმეტად ადიქტური იყო.
მეშვიდე ადგილზე კონჩიტაა. წლის ყველაზე სკანდალური მომღერალი.
ათეულის ბოლო სამ ადგილზეა ISIS, ანიმაციური ფილმი "Frozen" და სოჭის ოლიმპიური თამაშები.
მასალის გამოყენების პირობები