ედი რედმეინი თავისუფლებას დაემშვიდობა. 32 წლის მსახიობი და მისი შეყვარებული ჰანა ბეკშეივი დაქორწინდნენ.
საქორწინო ცერემონიამ ინგლისში სომერსეტის მდიდრულ საგრაფოში ჩაიარა. „ჩვენ მოხარულნი ვართ დავადასტუროთ, რომ ჰანა ბეკშეივი და ედი რედმეინი დაქორწინდნენ, – განაცხადა ვარსკვლავის ოფიციალურმა წარმომადგენელმა . – მათ ეს მოვლენა ოჯახისა და მეგობრების ვიწრო წრეში აღნიშნეს“. ინსაიდერების თქმით, საქორწინო დღესასწაულის თემა „ზამთრის ზღაპარი“ იყო. მან დახურულ კლუბში Babington House ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ ედი და ჰანა 2 წელია ხვდებიან ერთმანეთს. მათ თავიანთი ნიშნობის შესახებ ზაფხულში გამოაცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები