ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიას დეპუტატმა კახა მიქაიამ ჩაქუჩი აჩუქა. მიქაიას თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის საწერი კალმი, რომელსაც იგი სხდომაზე წესრიგის დასამყარებლად იყენებს, არასასიამოვნო ხმებს გადმოსცემს.
"ბატონო თავმჯდომარე, თქვენ არც კლასის დამრიგებელი ხართ და არც იმ ავადსახსენებელ სამსახურში მუშაობთ, ახლა ხართ საკრებულოს თავმჯდომარე. ჩემი საკრებულოს თავმჯდომარე უფრო რესპექტაბელურად და სოლიდურად უნდა გამოიყურებოდეს და ვჩუქნი ამ ჩაქუჩს", - თქვა კახა მიქაიამ.
ვიდრე, მიქაია საკრებულოს თავმჯდომარეს საჩუქარს გადასცმდა, ჩაქუჩი პირველი თვითონ გამოიყენა და ამით მან
2014 წლის საკუთარი პოლიტიკური წელი დახურულად გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები