ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი ბრენდ Mango-ს მამაკაცის ხაზის სახე გახდა.ზიდანი რეკლამირებას გაუწევს 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს.
სარეკლამო პოსტერი, რომელშიც ზიდანი H.E. by Mango-ს პერანგით, ჰალსტუხითა და ქურთუკითაა შემოსილი, უკვე გამოჩნდა.თავად სარეკლამო პოსტერი შავ-თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი წლების განმავლობაში საფრანგეთის ღირსებას იცავდა. ზიდანი თამაშობდა ასევე "ბორდოში", "იუვენტუსსა" და "რეალ მადრიდში".
მასალის გამოყენების პირობები