ინგრედიენტები:
კეფალი 1 ცალი (1-1.2 კგ)
პამიდორი 2
ლიმონი 1
1/2 ლიმონის წვენი
მარილი და პილპილი
წითელი წიწაკა, დაფქული
მდოგვი 1 ჩ.კ
ხახვი 1-2 თავი
მომზადების წესი:
თევზი კარგად გაასუფთავეთ ქერცლისგან, გარეცხეთ და შეამშრალეთ. გაუკეთეთ ჭრილები, წაუსვით მარილი, წიწაკა და პილპილი. შეაზილეთ მდოგვის და ლიმონის წვენის ნარევი.
თითოეულ ჭრილში ჩაუდეთ პომიდვრისა და ლიმონის თხელი ნაჭრები. ლიმონს წინასწარ მოაცილეთ კანი, თორემ თევზს სიმწარეს მისცემს
თევზი გადაიტანეთ ფოლგის ფურცელზე, ზემოდან დაფარეთ ხახვის ნაჭრებით. გადავკეცოთ ფოლგა და სევდოთ ღუმელში 200 გრადუსზე, 20-30 წუთით
მასალის გამოყენების პირობები