ხელის ჩრდილების სახელმწიფო თეატრმა „ბუდრუგანა-გაგრა“-მ ზუგდიდელ მაყურებელს ახალი საბავშვო სპექტაკლი „წელიწადის ოთხი დრო“შესთავაზა. ის ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა და მასში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა მსახიობებმა და მომღერლებმა მიიღეს.
სპექტაკლი საქველოქმედოა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ციტრუსის“ ორგანიზებითა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
სპექტაკლის პირველ, ძირითად ნაწილში მოთხრობილია დათვის ბელის ამბავი, რომელიც გაზაფხულიდან ზამთრამდე სხვადასხვა თავგადასავალში ებმება. მთავარ გმირში პატარები დაინახავენ საკუთარ თავს, ხოლო დიდები გაიხსენებენ ბავშვობას, სამყაროს შემეცნების პერიოდს. სპექტაკლის მეორე, მცირე ნაწილში დათვის ბელი პერსონაჟებს ასწავლის ქართულ ხალხურ სიმღერას „ცა ლაჟვარდი“ და ამით ემშვიდობება მაყურებლებს.
ჩრდილების თეატრი თავის სპექტაკლებს, ტრადიციულად, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე მართავს. თეატრის რეპერტუარში სულ რამდენიმე წარმოდგენაა. ეს სპექტაკლი კი ყველაზე პოპულარული გახდა.
მასალის გამოყენების პირობები