ოთარ გოგოხიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია საეჭვოა იმ კუთხითაც, რომ არ არიან დასახელებული ის პირები, ვინც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავებმა დააკავეს.
„ჩვენი წყაროებით გადავამოწმეთ და ვერ დავადგინეთ ამ პირების ვინაობა, ასევე უცნობია თუ სად იმყოფებიან ეს ადამიანები, ჩვენთვის არ მოუმართავთ არც მათ ნათესავებს. ჩვეულებისამებრ ასეთი შემთხვევების დროს ისინი გვიკავშირდებიან. მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ ყოფილა, ეს უფრო გავს პროვოკაციას“ - აცხადებს ოთარ გოგოხია.
ერთ-ერთმა დაკავებულმა, გალის რაიონში მცხოვრებმა ომარ აბშილავამ, გამოცემის ინფორმაციით, უკვე მისცა ჩვენება და დაადასტურა, რომ 1992-1993 წლებში საომარ მოქმედებებში იყო ჩართული.
მასალის გამოყენების პირობები