ზუგდიდში, ყოფილი სააფთიაქო სამმართველოს შენობაში ჩასახლებული დევნილების მოთხოვნა სახლში გაზის გამათბობლების მონტაჟია,რადგან,მათი განცხადებით,ცივ ზამთარში უწევთ ყოფნა.
როგორც დევნილები აცხადებენ იყო დაპირება,რომ ყველა ოჯახი იქნებოდა უზრუნველყოფილი გათბობით. გარდა ამისა,დევნილები კორპუსის ირგვლივ ანტისანიტარიას უჩივიან, კერძოდ, კანალიზაციის გაუმართაობის გამო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი სუნია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა დ ასამეგრელო-ზემოსვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე მალხაზ ჟვანია განმარტავს, რომ შესაბამისი სამსახურიდან ყველაფერი გაკეთდა.
გადაკეტილი გზის გახსნა საპატრულო პოლიციის დახმარებით იქნა შესაძლებელი, მოგვიანებით აქცია დაიშალა, თუმცა, როგორც დევნილები აცხადებენ, უყურადღებობის შემთხვევაში, მსგავს აქციებს პერმანენტულად გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები