რუბრიკები
აღმოაჩინე შენი ფერი

ითელი 

წითელი ზეიმის და წარმატების ნიშანია. ასოცირდება ვნებასთან, ძლიერებასთან, ენერგიასთან, ცეცხლთან, სიყვარულთან, რომანტიკასთან, აღტაცებასთან, სიჩქარესთან, სიცხესთან, ამპარტავნებასთან, ამბიციასთან, ლიდერობასთან, სიმამაცესთან, საშიშროებასთან, ბრწყინვალებასთან, სისხლთან, ომთან, ბრაზთან, რევოლუციასთან, რადიკალიზმთან, აგრესიასთან, მსხვერპლთან, კორუფციასთან, წამებასთან.წითელი – არის ენერგიული, პროვოკაციული, იპყრობს ყურადღებას. ვნებასა და ინტუიციას აღვიძებს. ეს ფერი აძლიერებს და აჩქარებს გულისცემას.

იასამნისფერი 

მისტიკურ ფერად მიიჩნევა. არის არისტოკრატული, ელეგანტური, იდუმალი, ნოსტალგიური და სულიერი.

ცისფერ

აღიქმება როგორც სანდო, საიმედო, უსაფრთხო, გონივრული , პასუხისმგებლობის მქონედ. ცისფერს ყველაზე ხშირად ბრენდები  ირჩევენ. ადამიანებისთვის მარტივი აღსაქმელია, ასოცირდება ცასთან და ოკეანესთან.

ლურჯი 

არის სტაბილური, არაამაღელვებელი, ნდობის აღმძვრელი ფერი. ლურჯი შეიძლება იყოს ძლიერი და ამასთანავე მსუბუქი. თითქმის ყველა ადამიანს უყვარს ლურჯისა და ცისფერის რაიმე ტონალობა მაინც.  ის ხშირად დეპრესიასთან, კაეშანთან არის სიმბოლიზირებული. ლურჯი ფერი ზოგადად ასოცირდება ზღვასთან, მამაკაცურ საწყისთან, პროდუქტიულობასთან, ინტერიერთან, მშვიდობასთან, ერთიანობასთან, ჰარმონიასთან, ნდობასთან, სიგრილესთან, ლოიალურობასთან, დამოუკიდებლობასთან, სისუფთავესთან, ტექნოლოგიასთან, ზამთართან, დეპრესიასთან, სიცივესთან, იდეალიზმთან, სიბრძნესთან, დიდებულებასთან, დიდსულოვნებასთან, ძლიერებასთან, სინათლესთან, მეგობრობასთან.

მწვანე

ბუნებისა და პლანეტის დამცველთა ფერია, თუმცა იგი ხშირად ფულთან და მასთან არსებულ უარყოფით ემოციებთან ასოცირდება. ეს ფერი ასევე ასოცირდება იმედთან, სულიერებასთან, სიცოცხლესთან, ძვირფას ქვასთან, მოხდენილობასთან,გაზაფხულთან, განახლებასთან, ხელახლა დაბადებასთან, ნაყოფიერებასთან, სიმდიდრესთან. სიმშვიდის, სისუფთავისა და ჯანმრთელობის სინონიმია. თუმცა, აქაცაა სხვაობა. მუქი მწვანე მოზღვავებასთან ასოცირდება, ღია კი სიშვიდესთან.

ამ ფერის კოდია: სიმდიდრე, ჯანმრთელობა , პრესტიჟულობა.

ყვითელი

ფერი ასოცირდება მზესთან, შესაბამისად უკავშირდება იმედსა და ოპტიმიზს. ზოგადად კი ყვითელი ფერი ასოცირდება: ბედნიერებასთან, ჟრიამულთან, ოპტიმიზმთან, დედამიწასთან, გონებასთან, აზროვნებასთან, იდეალიზმთან, სიმდიდრესთან, ოქროსთან, ზაფხულთან, იმედთან, ჰაერთან, ლიბერალიზმთან, სიმხდალესთან, ავადმყოფობასთან, შიშთან, რისკთან, ტყუილთან, არაკეთილსინდისიერებასთან, სისუსტესთან, სიხარბესთან, გაუმაძღრობასთან,  ასაკის მატებასთან, ქალურობასთან, სოციალურობასთან, მეგობრობასთან, ლომთან (ზოდიაქოს ნიშანი), აპრილთან, სექტემბერთან. ყვითელი ახდენს კრეატივისა და ენერგიის სტიმულირებას. მისი სიკაშკაშე განსაკუთრებულად ხელსაყრელია თვალის მოსაჭრელად.

ფერის კოდი: პოზიტიურობა, სიმსუბუქე, სითბო, მოტივაცია და კრეატიულობა.

სტაფილოსფერი

ეს რეზონანსია! ის ადამიანს ენერგიითა და ენთუზიაზმით ავსებს. ასოცირდება სიცოცხლისუნარიანობასთან , სითამამესთან , ენერგიულობასა და მხიარულებასთან. არის სიცოცხლით სავსე და აღვიძებს სხავდასხვა შეგრძნებებს.

ყავისფერი 

ამ ფერს ხშირად ზედმეტად „მოწყენილ“ ფერად აღიქვამენ, თუმცა ეს შეხედულება მცდარია, რადგან ყავისფერი გამჭრიახობის, სიცოცხლის, უბრალოების, მეგობრობის, ჯანმრთელობის ფერია. ასოცირდება სიძლიერესა და სიმტკიცესთან. თუმცა, მისი გამოყენებისას სიფრთხიელა საჭირო, რადგან ადამინების უმეტესობისთვის ჭუჭყსა და ნაგავთან ასოცირდება.

შავ

ამ ფერს მრავალი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ის შეიძლება აღნიშნავდეს კლასიკურ ან ახალს. თუმცა უფრო ხშირად იგი ავბედითი ხასიათის მატარებელია და მოასწავებს სიკვდილს. უმრავლეს დასავლურ კულტურებში მას იყენებენ დაკრძალვის ცერემონიალზე. მიუხედავად მისი ამ დიდი უარყოფითი დატვირთვისა, შავი ფერი ამავდროულად ასოცირდება ჭკუასთან, გონებასთან, საზრიანობასთან, გონებამახვილობასთან. შავი ფერის, სპეციალურ ტანისამოსს იცვამენ სტუდენტები უნივერსიტეტის დასრულებისა და დიპლომების აღების დღეს. შავი ფერი ასევე ასოცირებულია აჯანყებასთან და წინააღმდეგობასთან, ასევე კრიმინალთან. ასოცირდება პრესტიჟთან, ღირებულებასა და დროის სიმცირესთან. ამ ფერის გამოყენება საუკეთესო საშუალებაა, როცა გსურთ ხაზი გაუსვათ კლასიკურობას. ეს ფერი განსაკუთრებით ძვირი პროდუქციის შემთხვევაში მუშაობს.

თეთრი

გამოხატავს სისუფთავეს, სიფაქიზეს, სინაზეს, ნეიტრალიტეტს, სტერილურობასა და ახალგაზრდობას. ასოცრიდება სიწმინდესთან და სისუფთავესთან. ადამიანები ამ ფერს საქორწინო კაბასა და ექიმის ხალათს უკავშირებენ. თეთრი მთლიანობაში სიმბოლოა, უდანაშაულობის, უბრალოების, უბიწოების, ასევე უსაფრთხოების, უშიშროების.

53db5e8d-1f90-7e62-1f90-7e6d633478d7_photo_0

აღმოაჩინეთ თქვენი ფერი და გაიფერადეთ ცხოვრება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.