ჯეიმს ბონდის როლის შემდეგი შემსრულებელი შეიძლება მსახიობი იდრის ელბა გახდეს. ამის შესახებ ჰაკერების მიერ გამოქვეყნებული Sony Pictures-ის კორპორატიული მიმოწერიდან გახდა ცნობილი.
იმის შესახებ, რომ ელბაზე ბონდის როლის შეთავაზება ღირს , კინოკომპანია Sony-ის ვიცე-პრეზიდენტმა ემი პასკალმა კინოკომპანია Columbia Pictures-ის წარმომადგენელს ელიზაბეტ კენტილონს მიწერა. „იდრისი უნდა გახდეს შემდეგი ბონდი“, – აღნიშნა მან.
14 დეკემბერს Sony PIctures -ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯეიმს ბონდზე გადასაღები ახალი ფილმის სიუჟეტის ვერსია კიბერთავდასხმის დროს დაიკარგა.
აღსანიშნავია, რომ იდრის ელბას 50-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის არიან „როკენროლა“, „თორი 2:ბნელი სამყარო“ და სხვები. 2012 წელს მან სერიალში „ლუთერი“ როლისთვის „ოქროს გლობუსიც“ კი მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები