PEOPLE Magazine Awards-ის პირველ დაჯილდოებაზე კატეგორიაში „წლის ყველაზე სექსუალური ქალი“ ჯილდო მსახიობმა და მოდელმა ქეით აპტონმა მიიღო.
„ეს დიდი პატივია, რადგან სიტყვა „სექსუალური“ ჩემთვის თავდაჯერებულობასა და ბედნიერებასთან ასოცირდება“,- კომენტარი გააკეთა მსახიობმა, როცა ერიკ დეინის ხელიდან ჯილდოს იღებდა.
„მრავალი მიზეზი არსებობს იმისთვის თუ რატომ არის ქეითი ამ ჯილდოს ღირსი. მისი კარიერა, მიღწევები, იუმორის გრძნობა და თუ დამავიწყდა აღნიშვნა, – გარეგნული მონაცემები ამის საფუძველს ნამდვილად იძლევა“, – ყურადღება გაამახვილა გამარჯვებულის გამოცხადებისას ერიკმა.
შეგახსენებთ, რომ პირველ რიგში ქეით აპტონი პოპულარული კატალოგის Sports Illustrated მოდელობითა და მუსიკალურ კლიპებში მონაწილეობით გახდა. კინომანებისთვის კი ის ფილმში „სხვა ქალი“ როლითაა ცნობილი.
რაც შეეხება პრემიის სხვა ლაურეანტებს – საუკეთესო კომედიური მსახიობი ქევინ ჰარტი გახდა, ლიზა კუდროუმ და ჯონ ჰემმა ჯილდო მიიღეს, როგორც ტელეპროექტების საუკეთესო მსახიობებმა. ქლოი მორეცი „ახალი თაობის ვარსკვლავად“ გამოცხადდა. ჯენიფერ ენისტონი კი „საუკეთესო მსახიობ ქალად“ დასახელდა. მამაკაცებში ანალოგიური ჯილდო მაიკლ კიტონმა მიიღო.
გამომცემლობა People გეგმავს, რომ ამ ცერემონიას ყოველწლიური სახე მისცეს.
მასალის გამოყენების პირობები