რეცეპტის ინგრედიენტები:
225 გრამი კარაქი
2/3 ჭიქა შაქარი
1/2 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი
2 ჭიქა ფქვილი
1/2 ჭიქა ჟოლოს მურაბა
გასაფორმებლად:
1/2 ჭიქა შაქრის პუდრა
3/4 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი
1 ჩაის კოვზი რძე
რეცეპტის ინგრედიენტები
1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსზე.
2. საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ კარაქი (ოთახის ტემპერატურის) შაქართან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეათქვიფეთ 1/2 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი. შეურიეთ ფქვილი ცომის ფორმირებამდე. დააგორგოლავეთ 3-4 სმ ზომის ბურთულები და გაანაწილეთ უცხიმო საცხობ ლანგარზე(x2 ან 3). გაუკეთეთ ჩაღრმავებები თითით და ჩაის კოვზით მოათავსეთ მათში ჯემი/მურაბა.
3. აცხვეთ 14-18 წუთის განმავლობაში, ან სანამ არ შეყავისფერდება. გამოცხობის შემდეგ ლანგარზევე აცალეთ გაცივება 1 წუთით.
4. ამასობაში საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ დაფქვილი შაქარი, 3/4 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი და 1 ჩაის კოვზი რძე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოასხურეთ ჯერ კიდევ თბილ ორცხობილებს და გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები