"ქართულ-აფხაზური კონფლიქტი - რეალობა და პერსპექტივები",ეს ის ძირითადი თემაა,რაზეც დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა.
რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების დადებით და უარყოფით მხარეებზე კავკასიური სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა,ადგილობრივმა ექსპერტებმა,ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კანაშვილის განცხადებით, მსგავსი შეხვედრების მიზანია ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშკრულების რეალობაზე საუბარი,რათა შემდეგში ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პოზიციების ჩამოყალიბება მოხდეს.
დისკუსია ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ ორგანიზებით გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები