ინგრედიენტები:
1/2 თავი ყვავილოვანი კომბოსტო
1 კბ ნიორი
150 გ პარმეზანი
2 ს.კ. ლიმონის წვენი
4 ს.კ. ზეთი
50 გ გაყინული კარაქი
3 კვერცხი
80 მლ არაჟანი
2-3 ღერი მწვანე ქინძი
მარილი
მომზადება:
ყვავილოვანი კომბოსტო გარეცხეთ და ხელით დახლიჩეთ და მოასხით ახლად გამოწურული ლიმონის წვენი.
მოამზადეთ სოუსი: კვერცხი და არაჟანი ათქვიფეთ მიქსერით 7-10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ნიორი და მარილი.
ყვავილოვანი კომბოსტოს ნაჭრები ჩაყარეთ კვერცხისა და არაჟნის ნარევში და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში.
ცეცხლგამძლე ფორმაზე დაასხით ზეთი, დაალაგეთ ყვავილოვანი კომბოსტო და მოასხით დარჩენილი სოუსი. დაახეხეთ პარმეზანი და გაყინული კარაქი.
შედგით აირღუმელში და გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები