რუბრიკები
სოფელ გარახაში ახალი ბაგა-ბაღი აშენდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ გარახაში ახალ ბაგა-ბაღს აშენებს.
სამშენებლო სამუშაოები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა დაათვალიერა. სოფელ გარახაში არსებული ძველი ბაგა-ბაღი 25 ბავშვზე იყო გათვლილი. შენობა ხანდაზმულობის გამო მწყობრიდან იყო გამოსული და მასში სასწავლო პროცესის განხორციელება და ბავშვების ყოფნა საფრთხეს უქმნიდა პატარების ჯანმრთელობას. პროექტის ფარგლებში მოხდა არსებული ამორტიზებული შენობის დემონტაჟი და საფუძველი ჩაეყარა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღის მშენებლობას, რომელიც 50 ბავშვს მოემსახურება. პროექტის დასრულების შემდეგ ბაგა-ბაღით ქვედა და ზედა გარახას მოსახლეობა ისარგებლებს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 15 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. სამუშაოებს ქართული კომპანია ,,ინდიკო" ახორციელებს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები