ასოციაცია "ათინათში" პროექტის "დევნილი ქალების გაძილერებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში დებატები გაიმართა. "კონფლიქტში ორივე მხარე დამნაშავეა" - სწორედ ეს თემა იყო დღევანდელი დებატების რეზოლუცია, სადაც ერთმანეთს ქალები და მამაკაცები დაუპირისპირდნენ. ამჯერად, ზემოაღნიშნული თემის მტკიცება მამაკაცებს მოუწიათ, ხოლო უარყოფა ქალებს.
დებატებს ჟიური აკვირდებოდა, რომელთა გადაწყვეტილებით გამარჯვებულ მხარედ ქალების ჯგუფი გამოვლინდა. ამასთან, ჟიურიმ საუკეთესო სპიკერი ქალი და საუკეთესო სპიკერი მამაკაცი გამოავლინა. საუკეთესო სპიკერი მამაკაცის ტიტული მიშა როგავას ერგო, ხოლო საუკეთესო ქალი სპიკერად სალომე ჟვანია დასახელდა. მათ დებატ-კლუბის ლიდერმა მაკა გოგოხიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
"აღნიშნული პროექტი მიზნად ქალების, განსაკუთრებით კი დევნილი ქალბატონების გაძლიერებას ისახავს და ამ მიზნით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. მათ შორის ტრენინგები, ადვოკატირების კამპანიის განხორციელება, დებატ-კლუბის შეხვედრები და სხვა", - თქვა მაკა გოგოხიამ.
პროექტს "დევნილი ქალების გაძილერებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში" კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ასოციაცია "ათინათი" ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები