რუბრიკები
მხარის გუბერნატორმა მინისტრებთან ერთად წლიური ანგარიში წარადგინა (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რწმუნებულ-გუბერნატორმა ლევან შონიამ და ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის ორი წლისა და რეგიონის გუბერნატორის ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს. ანგარიშის პრეზენტაციაზე გუბერნატორმა ლევან შონიამ და მთავრობის წარმომადგენლებმა ორი წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სოციალური დაცვა რჩება. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში განხორციელებული რეფორმის შედეგად რეგიონში მცხოვრები 476 ადამიანი დაზღვეულია. ანგარიშის პრეზენტაციაზე გუბერნატორმა ლევნ შონიამ აღნიშნა,რომ ორი წლის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულებამ 397 მილიონი ლარი შეადგინა. რეგიონში განხორციელდა 956 ინფრასტრუქტურული პროექტი,სადაც 5000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. რაც შეეხება დევნილებს ფოთში, მათ 384 საცხოვრებელი სახლი გადაეცათ,ზუგდიდში ამჯამად 84 საც ხოვრებელი ბინა შენდება და დეკემბრის ბოლოს დევნილებს 320 ბინა გადაეცემათ. რეგიონში ბოლო ორი წლის განმავლობაში 642 ოჯახს ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა. 18 995 დევნილ ოჯახს ზამთრის სეზონისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შესაძენად 200 ლარიანი ფულადი დახმარება გამოეყოთ.როგორც გუბერნატორმა ლევან შონიამ შეხვედრაზე განმარტა, 1600 ოჯახზე 262 500 ლარის ოდენობით ერთჯერადი ფულადი დახმარებები ჯანდაცვის,განათლებისა და სხვა მიმართულებებით უკვე გაცემულია. 2012 წლიდან რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით,ჯამში 14 მილიონ 300 ათასი ლარის ღირებულების 2 564 პროექტი განხორციელდა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტს ის 20 მილიონი დოლარით დაფინანსდა. ჟურნალისტებთან საუბარში მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ განმარტა,რომ რეგიონში 956 პროექტი განხორციელდა,2015 წელს ზუგდიდში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში 130 მილიონიანი პროექტი დაფინანსდა,სადაც 1000-მდე ადგლიობრივი მოსახლე დასაქმდება. საქრთველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში განსაკუთრებით ანაკლიის პროექტის,ახალი აბრეშუმის გზის მარშრუტს გამოყოფს,რომლის ფარგლებშიც უამრავი ადამიანი დასაქმდება რეგიონში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.