კალიფორნიის ნანოსისტემის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, სპეციალური მოწყობილობა შექმნეს, რომლის მეშვეობით ჩვეულებრივი სმარტფონი დნმ-ს ანალიზის მინი-ლაბორატორიად იქცევა.
აღნიშნული მოწყობილობა, ერთგვარ მობილურ მიკროსკოპს წარმოადგენს, რომელიც Windows სმარტფონს უმაგრდება და მის კამერას მფლობელის გენეტიკური ინფორმაციის შესასწავლად იყენებს. საყურადღებოა, რომ მიკროსკოპი ფლუროსცენტულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაცემების დასხივება ხდება, რომლის შედეგადაც გარკვეული გამოსახულება მიიღება. სპეციალური პროგრამა სმარტფონის მიერ შექმნილ გამოსახულებას უნივერსიტეტის მკვლევარებს გაუგზავნის, სადაც დნმ-ის თითოეული მოლეკულის გაზომვა მოხდება. გამოკვლევის შემდეგ, მიღებული ინფორმაცია კვლავ სმარტფონში გადაიგზავნება.
კლინიკური მოწყობილობა, რომელიც ფლუროსცენტული მიკროსკოპის პრინციპს იყენებს საკმაოდ ძვირადღირებულია, სწორედ ამიტომ, კალიფორნიელი სპეციალისტების მიერ შექმნილი დანადგარი ძალიან აქტუალურია.
მასალის გამოყენების პირობები