მთავრობის საპარტნიორო ფონდმა სამხრეთ კორეის კომპანია K Water-თან ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად ერთობლივი განვითარების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება საპარტნიორო ფონდსა და K Water-ის მიერ პროექტის განვითარებას და შემდგომ უშუალოდ მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტი სვანეთში მდინარე ენგურის შენაკადზე, მდინარე ნენსკრაზე სადგურის აშენებას ითვალისწინებს. ის, სავარაუდოდ, 1.2 მლრდ კილოვატ საათს გამოიმუშავებს. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა ერთი მილიარდი დოლარია, ხოლო მშენებლობის ვადა 5 წელი.
პროექტზე საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K Water-თან რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. პროექტის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).
სადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დაეხმარება იმპორტის ჩანაცვლებას.
სამხრეთ კორეული სახელმწიფოს წყლის რესურსების კორპორაცია ფლობს 20 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჯამურ აქტივებს და მისი წლიური ბრუნვა 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები