მკვლევარების ჯგუფი ლანკასტერის უნივერსიტეტიდან აპირებს შეისწავლოს შესაძლებლობა, რომ ქალაქ-საგრაფოს კონუის ფერმერულ მეურნეობებში მობინადრე ცხვრებს Wi-Fi -თან წვდომის მოწყობილობები დაუმაგრონ.
მეცნიერებმა 171.5 ათასი ფუნტის მოცულობის გრანტი მიიღეს და იმედი აქვთ, რომ მათი პროექტის წყალობით მნიშვნელოვნად გაიზრდება მონაცემთა გადაცემის სიჩქარე სოფლის დასახლებებში.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ Wi-Fi-მოდულების დამაგრება შეიძლება ციფრულ საყელოებში, რომლებსაც ფერმერები ცხვრებს ამაგრებენ, რათა მათი გადაადგილება გააკონტროლონ.
ცხვრები ადრეც გამოიყენეს ციფრული აპარატურის გადასატანად. ამ ზაფხულს იორკშირში ცხვრები დისტანციურად სამართავი კამერებით აღჭურვეს, რათა ველორბოლა „ტურ დე ფრანსის“ მორიგი ეტაპის ტრანსლიაცია გაეკეთებინათ.
The Daily Mail
მასალის გამოყენების პირობები