ჟურნალმა Forbes წლის შედეგები შეაჯამა და ყველაზე გადჭარბებულად შეფასებული მსახიობების სია გამოაქვეყნა. ამ არასახარბიელო რეიტინგის პირველ ადგილზე ადამ სენდელი გავიდა. თუ ადრე მისი მონაწილეობით გადაღებული კომედიები ნამდვილი ჰიტები ხდებოდნენ , ახლა მსახიობის დიდი ჰონორარები მისი ფილმების ხარისხს აღარ შეესაბამება.
ანტი-რეიტინგის მეორე ადგილზე ჯონი დეპი გავიდა. მისმა უკანასკნელმა ფილმებმა „მარტოხელა რეინჯერი“ და „ზღვარს მიღმა“ ფინანსურად მისი მიმზიდველობა საკმაოდ შეარყია. ვარსკვლავზე დახარჯულმა თითოეულმა დოლარმა მხოლოდ 4,1 მილიონი მოგება მოიტანა.
ზედმეტად შეფასებული ვარსკვლავების სრული სია შემდგნაირად გამოიყურება:
- ადამ სენდლერი -3,2 მილიონი დოლარი მოგება
- ჯონი დეპი – 4,1 მილიონი დოლარი
- ბენ სტილერი – 4.8 მილიონი დოლარი
- რაიან რეინოლდსი – 4,9 მილიონი დოლარი
- ტომ ჰენკსი – 5,2 მილიონი დოლარი
- უილ ფარელი – 6,6 მილიონი დოლარი
- ჩანინგ ტატუმი – 6,7 მილიონი დოლარი
- დენზელ ვაშინგტონი – 6,9 მილიონი დოლარი
- სანდრა ბალოკი – 9,0 მილიონი დოლარი
- ბენ აფლეკი – 9,37 მილიონი დოლარი
მასალის გამოყენების პირობები