30 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი გოგოხია და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, სოციალურად დაუცველ დევნილ და ადგილობრივ პირებს, მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებსა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ.
სასაჩუქრე ჩანთას, რომელშიც 50 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი შედის , 281 ადამიანი მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები