"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრის და ზუგდიდის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინიციატივით საახალწლო კარნავალი გაიმართება.
მისი თქმით, კარნავალი 31 დეკემბერს, 13:00 საათზე ორგანიზაციის ოფისისიდან საახალწლო მსვლელობით დაიწყება. მსვლელობის შემდეგ ქალაქის ცენტრში ზუგდიდელებს უამრავი სიურპრიზი და გასართობი პროგრამა ელოდებათ.
კარნავალზე მისულ სტუმრებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საახალწლო აქსესუარი, ნიღაბი და სანტაკლაუსის ქუდი.
მასალის გამოყენების პირობები