დღეს ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების "სამეგრელოს ხმა" და "ნოვატორები" წარმომადგენლებმა საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვის გადარჩენასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს და მის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
"ვუერთდებით თბილისში კულტურის სამინისტროსთან დაგეგმილ აქციას და ამით სოლიდარობას ვუცხადებთ საყდრისის მცველებს. სოციალური პრობლემების მიუხედავად, მთელ საქართველოს მოვუწოდებთ ხმა აიმაღლონ საყდრისის გადარჩენაზე" - თქვა "სამეგრელოს ხმის" წარმომადგენელმა თეონა ქარდავამ.
ცნობისთვის, დღეს თბილისში კულტურის სამინისტროსთან "საყდრისის გადარჩენის კომიტეტი" საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები