წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ქარდავას 2013 წლის დეკემბერში შევსებულდეკლარაციაში არასრულად აქვს წარმოდგენილი მისი და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესები. კერძოდ - ლევან ქარდავა შპს „საქართველოს ინოვაციური ნანოტექნოლოგიების“ 20% წილის თანამფლობელია, იგი ასევე ფლობს 100% წილს შპს „მაგანა-2004“-ში, აღნიშნული წილი მართვის უფლებით მას გადაცემული აქვს მეუღლის მაკა მანიასთვის, ისევე როგორც მის მფლობელობაში არსებული 100% წილი შპს „გრუპპო ვიაში“.
ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატ ვახტანგ ლემონჯავას 2014 წლის ივნისში შევსებულდეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ ის ფლობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებით, საერთო ფართობით 342 კვ.მ.
მესტიის მაჟორიტარ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს 2014 წლის დეკემბერში შევსებულდეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე ნათია ხვისტანი არის შპს „სეტის“ 50% წილისა და შპს „ტირ პარკ მარნეული 2014“-ის 17% წილის თანამფლობელი.
სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მისაბიშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 22 მაისს აქვს შევსებული. აღნიშნულ დეკლარაციაში არ არის მითითებული მისი შვილის, გივი მისაბიშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, 2855.00 კვ.მ; ასევე 4387.00 კვ.მ. ორივე მიწის ნაკვეთი მდებარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში.
თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად შეავსონ. ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ან დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა ისჯება ჯარიმის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ცალკეულ შემთხვევებში კი ითვალისწინებს თანამდებობის დაკავებისა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სანქციას. თუმცა აღნიშნული რეგულაციები პრაქტიკაში ძალზედ იშვიათად გამოიყენება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არა ერთხელ მიუთითა ხელისუფლებას, კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის დამატებითი მონიტორინგის მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე.
მასალის გამოყენების პირობები