რუბრიკები
ზუგდიდში აკაკი ჭანტურიას ძეგლი გაიხსნა (ვიდეო)
ზუგდიდში დადიანების ეზოში ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის წინ, ამავე მუზეუმის დამაარსებლის და მეცნიერის, აკაკი ჭანტურიას ძეგლი გაიხსნა. ძეგლის გახსნამდე კი ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სამღვდელოებასთან ერთად წირვა- ლოცვა აღევლინა. არქეოლოგისა და ეთნოგრაფის ძეგლის დადგმის  ავტორი და განმახორცილებელი „ჩოხოსანთა“ საზოგადოების ზუგდიდის სადროშოა. „ეს პროექტი შემოწირულობებითა და ჩვენი სახსრებით განვახორციელეთ. თანხა მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოებში დაგვეხარჯა. ძეგლის ავტორი „ჩოხოსანთა“ საზოგადოების ქუთაისის სადროშოს წარმომადგენელი მოქანდაკე გიორგი კიკვაძეა, რომელიც არაერთი მონუმენტის ავტორია. ის სრულიად უანგაროდ დაგვეხმარა. - აცხადებს „ჩოხოსანი“ გიორგი ქორთუა. ცნობისთვის, 1921 წლის 1 მაისს აკაკი ჭანტურიას თაოსნობით ზუგდიდში დადიანების სასახლის ბაზაზე გაიხსნა მუზეუმი, რომელსაც „სამეგრელოს მუზეუმი“ ეწოდა. მაშინ დადიანების ქონება ზუგდიდის გარდა სალხინოსა და ჭკადუაშში - პრინც მიურატის სასახლეში ინახებოდა. სალხინოდან მცველების თანხლებით აკაკი ჭანტურია დადიანების საგანძურს ურმებით ეზიდებოდა. 1937 წლიდან აკაკი ჭანტურიას დევნა დაიწყო, რის გამოც იძულებული გახდა 1940 წელს დადიანების სასახლიდან წასულიყო. მეცნიერმა მუზეუმი სამუდამოდ დატოვა, რის გამოც საგანძურის ნაწილი გაიძარცვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.