ამერიკული კინოაკადემიის წევრებმა ”ოსკარის” პრემიის ლაურეატების შერჩევა დაიწყეს (ხმის მიცემა 29 დეკემბერს დაიწყო). ხმის მიცემაში აკადემიის ყველა წევრი მონაწილეობს, რომელთა შორის კირა ნაიტლი, უილ სმიტი, კვენტინ ტარანტინო და ელტონ ჯონი არიან.
ბიულეტენის შევსება ელექტრონულ რეჟიმში მოხდება და ისევ PricewaterhouseCoopers-ს - საერთაშორისო აუდიტორულ-კონსალტინგურ ფირმას დაუბრუნდება, რომელიც ”ოსკარის” პრემიის ცერემონიისთვის ხმებს 1934 წლიდან ითვლის.
კინოაკადემიის წევრებს მხოლოდ ერთხელ აქვთ ხმის მიცემის უფლება, საბოლოო ნომინანტები კი, 2015 წლის 15 იანვარს გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები