ქართული ოცნების ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის პოლიტიკური საბჭო ემიჯნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კახა მიქაიას პოლიტიკურ განცხადებებს და განმარტავს:
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" წევრი კახა მიქაია მონაწილეობდა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გახდა საკრებულოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან "ქართული ოცნება". საკრებულოს წევრად არჩევისთანავე მან უარი თქვა თანამშრომლობაზე, ფრაქციის წევრობაზე და დატოვა უმრავლესობის რიგები.რადიკალურად განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით მიუღებელი განცხადებების გამო, მან ამოწურა პარტია "ქართულ ოცნებასთან" კონსტრუქციული ურთიერთობის ყოველგვარი რესურსი და პარტიის ადგილობრივმა ორგანიზაციამ შეწყვიტა თანამშრომლობა მასთან.
აქვე ვაზუსტებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" წევრი კახა მიქაია არც არასოდეს ყოფილა და არც ამჟამად არ გახლავთ პარტია "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" წევრი. შესაბამისად მისი განცხადებები არ შეიძლება აღქმულ იქნეს,როგორც პარტია "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" წევრის პოზიცია.
მასალის გამოყენების პირობები