გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა მესტიის რაიონის სოფელ იფარში ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული 200 კუბური მეტრი სოჭის ჯიშის უკანონო მორი აღმოაჩინეს.
ამ დანაშაულის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 22 ათასია.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას.
მასალის გამოყენების პირობები