რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას მილოცვა
ყველა ზუგდიდელს, ყველა ჩემს თანაქალაქელს და ჩემი რაიონის მოქალაქეს ვულოცავ ახალი წლის დადგომას. ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და წარმატებულ წელს. მინდა ამ წელს ყველას ოჯახში იყოს სითბო, სინათლე, სიყვარული, ხვავი და ბარაქა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2014 წელი იყო დიდი პასუხისმგებლობისა და სერიოზული გამოწვევების წელი, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ სფეროებში მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები და პროგრამები, რაოდენობრივად და თანხობრივად უპრეცენდენტოდ მაღალია წინა წლებთან შედარებით. მუნიციპალიტეტში განხორციელდა ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა: მუნიციპალური და სასოფლო გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების, ნაპირდამცავი სისტემების, სანიაღვრე არხების, ხიდებისა და ხიდბოგირების, სპორტული მოედნების მშენებლობა, მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, გარე განათებების რეაბილიტაცია, მშენებლობა და კეთილმოწყობა. რამაც ხელი შეუწყო მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მთლაინად დააზღვია თითოეული მოქალაქის ჯანმთელობა, მუნიციპალიტეტის გამგეობა კი სოციალური და ჯანდაცვის მოქნილი პროექტებით ხელს უწყობს მოსახლეობას შეუძინოს საჭირო მედიკამენტები და დაუფინანსოს სხვა სამედიცინო მომსახურეობა. მუნიციპალიტეტის გამგეობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მრავალშვილიან, დედ–მამით ობოლ, ხანდაზმულ, უსახლ–კარო, სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას და თანადგომის მიზნით პროგრამის ფარგლებში უწევს დახმარებას. ასევე მზრუნველობას იჩენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ოჯხური ძალადობის მსხვერპლებზე. მუნიციპალიტეტის გამგეობამ მთლიანად უზრუნველყო სკოლამდელი აღზდის ფინანსურად უზრუნველყოფა და შენახვა.
გამგეობამ დააფინანსა სოფლის სკოლების ტრანსპორტირება. ფინანსური მხარდჭერა ეძლევა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებს. მუნიციპალიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს კულტურული ცენტრი „ოდიში“ რომელიც რაიონის მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლებას უწყობს ხელს. ჩემი და ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტი ადამიანია, მისი სოციალური დაცვა, განვითარება და განათლება. ჩემი ფუნდამენტური ღირებულება თითოეული ჩემი მოქალაქის ინტერესის დაცვა და მასზე ზრუნვაა. ჩემი ხელისუფლების პირობებში თითოეულ ჩემს მოქალაქეს ვპირდები უკეთეს მომავალზე ზრუნვას და ბოლომდე დავიხარჯები ჩემი რაიონის განვითარებისთვის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.