ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გოგა ღადუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, კახა მიქაიას მიერ გუშინ საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, მიქაიამ ის და მისი მეგობრები “ზონდერებად” მოიხსენია, რაც უხამსობად ფასდება.
გოგა ღადუა აღნიშნავს, რომ კახა მიქაია წლების მანძილზე მათ რიგებში იყო და მათ ნაშრომზე პოლიტიკურ ქულებსა და დივიდენდებს იწერდა, დღეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე დასჭირდა, იგივე ადამიანებს, რომლებსაც თანამებრძოლებად მოიხსენიებდა ზონდერებს უწოდებს. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი აღნიშნავს, რომ კახა მიქაიას განცხადებები მისთვის მიუღებელია.
მასალის გამოყენების პირობები