ინგრედიენტები:
თხილი 200 გ
შაქარი 350 გ
მომზადების წესი:
თხილი მოხალეთ, გააციეთ და დაჭერით. მოხარშეთ კარამელი შაქრით და რამდენიმე კოვზი წყლით. ხარშვისას ნუ მოურევთ, მხოლოდ ქვაბი/ტაფა შეანჯღრიეთ ხოლმე. როცა ლამაზ ოქროსფერს მიიღებს, ჩააყარეთ თხილი, სწრაფად მოურიეთ და გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე. სწრაფადვე მოასწორეთ და რაც შეილება მეტად თხლად გაშალეთ. გაციების შემდეგ დატეხეთ, მოათავსეთ ლამაზ შეფუთვაში და აჩუქეთ ახლობლებს ან თავად მიირთვით.
მასალის გამოყენების პირობები