სანამ დიდი სტუდიები მრავალბიუჯეტიანი ჩავარდნების დანახარჯებს ითვლიან , დამოუკიდებელი კინო წინ მიიწევს. მათ შორის წელს ყველაზე წარამტებული „სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტი“ იყო, რომელმაც ამერიკაში 59 მილიონი დოლარი მოაგროვა, ხოლო მთლიანობაში – 172 მილიონი. რეჟისორ უეს ანდერსონისთვის ეს ყველაზე წარმატებული პროექტია. ძალიან კარგად დაიწყო „ჩიტკაცამაც“ , რომელმაც სამშობლოში 23,5 მილიონი მოაგროვა, საერთაშორისო ტრიუმფი კი ჯერ კიდევ წინ აქვს.
აშშ-ს გაქირავებაში საკმაოდ წარმატებულად მიიწევენ წინ „სნაიპერი“, „ყველაფრის თეორია“, „სელმა“, „საიმიტაციო თამაში“, „Inherent Vice“ და „Wild“. ეს სურათები არა მხოლოდ მომავალი პრესტიჟული დაჯილდოებების სავარაუდო ნომინანატები არიან , არამედ მაყურებელშიც დიდ ინტერესს იწვევენ.
მასალის გამოყენების პირობები