ინგრედიენტები:
ფქვილი 2 ჭიქა
საფუარი 1 ს.კ
კვერცხი 1
თბილი წყალი 1 ჭიქა
შაქარი 1 ს.კ
მარილი 1/2 ჩ.კ
ნუთელა
მომზადების წესი:
მოამზადეთ ცომი: საფუარი თბილ წყალში გახსენით. ფქვილს დაამატეთ მარილი, შაქარი, შუაგულში ჩაღრმავება გაუკეთეთ და ჩაახალეთ კვერცხი, ჩაასხით საფუვრიანი წყალი და მოზილეთ ცომი. დადგით ასაფუებლად.
აფუებული ცომი ორად გაყავით, გააბრტყელეთ და გამოჭერით სამკუთხა ფორმით, მიამსგავსეთ ნაძვის ხეს. წაუსვით ნუთელა და ცომის მეორე ნაწილი დაადეთ . ჩაუჭერით ნაპირები ტოტების მსგავსად და გადაგრიხეთ თითოეული.
გამოაცხეთ 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.
ფუნთუშის კიდევ ერთი ვარიანტი იხილეთ მეორე ფოტოზე, ყვავილის ფორმით.
მასალის გამოყენების პირობები