რეცეპტის ინგრედიენტები:
150 გრ. ბრინჯი
300 მლ. ქოქოსის რძე
2 ს.კ. შაქარი
50 გრ. ქიშმიში
60 გრ. ნიგოზი
მწიკვი მარილი
მომზადების წესი
1. ბრინჯი ერთი ღამით წყალში ჩაალბეთ. მეორე დღეს გადაწურეთ, დაასხით 1,5 ჭიქა ცივი წყალი და წამოადუღეთ. შემდეგ ალს დაუწიეთ და მოხარშეთ.
2. ჩაუმატეთ ქიშმიში, შაქარი, მწიკვი მარილი და დაჭრილი ნიგოზი. ბოლოს ჩაასხით ქოქოსის რძე და მოურიეთ. დააფარეთ ქვაბს სახურავი და ნელ ცეცხლზე ხარშეთ.
შედეგად უნდა მიიღოთ ბლანტი, სამარხვო, არომატული ფაფა ნიგვზითა და ქიშმიშით. გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები