აშშ-ში, ქალაქ მინეაპოლისის მაცხოვრებლებმა საშობაოდ უჩვეულო საჩუქარი მიიღეს, მათ შუძლიათ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ინტერნეტით ისარგებლონ.
კომპანია US Internet-მა, რომელიც მინეაპოლისში მდებარეობს, განაცხადა, რომ ქალაქის მოსახლეობას შობა-ახალი წლიდან შეეძლება წამში 10 გიგაბაიტი სიჩქარის მქონე ინტერნეტით ისარგებლოს, რაც 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ცნობილი გიგაბიტური ჩართვა კომპანია Google Fiber-გან. ამასთან, ეს სიჩქარე უფრო დიდია, ვიდრე სამხრეთ კორეის ინტერნეტის საშუალო სიჩქარე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ინტერნეტად მიიჩნეოდა. კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, თუკი ამ ინტერნეტის სიჩქარეს აშშ-ს სხვა ქალაქების ინტერნეტს შევადარებთ, იგი 200-ჯერ მეტი იქნება ქვეყანაში არსებული ინტერნეტის საშუალო სიჩქარეზე.
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მომხმარებლისთვის 399 დოლარად იქნება ხელმისაწვდომი. ამ დროისთვის მომსახურება, მინეაპოლისის სამხრეთ-დასავლეთის შეზღდული რაოდენობის აბონენტებისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ უკვე მომავალი წლის ზაფხულში US Internet საკუთარი ჰორიზონტების გაფართოებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები