რუბრიკები
ოსტრი
რეცეპტის ინგრედიენტები: 800 გრამი მჭლე საქონლის ხორცი 2 დაფნის ფოთოლი 100 გრამი კარაქი 3 თავი ხახვი 4 ცალი პამიდორი 2 კბილი ნიორი 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი 1 სუფრის კოვზი პამიდვრის პიურე/ტომატ-პასტა 1 სუფრის კოვზი წითელი ცხარე წიწაკა 15 გრამი ოხრახუში მარილი გემოვნებით 200 გრამი მჟავე კიტრი (სურვილისამებრ) მომზადების წესი 1. დაჭერით ხორცი საშუალო ზომის კუბიკებად და მოათავსეთ ქვაბში. ჩაუმატეთ დაფნის ფოთლები და დაასხით 200 მილილიტრი წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე 2 საათით. დროგამოშვებით ურიეთ. მომზადებული ხორცი ძალიან რბილი უნდა იყოს. გადაწურეთ ნახარში წყალი და გადაინახეთ. 2. ხორცს ქვაბში 100 გრამი კარაქი ჩაუმატეთ და გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი. თხლად დაჭერით ხახვის მოზრდილი თავები და ჩაუმატეთ. შეურიეთ ეს ყველაფერი და დადგით დაბალ ცეცხლზე 7-8 წუთით. ხშირ-ხშირად ურიეთ. ხახვმა ფერი უნდა იცვალოს. 3. შემდეგ დაჭერით 4 ცალი დიდი, კანგაცლილი პამიდორი და ჩაუმატეთ. მაშინთვე მოურიეთ და განაგრძეთ შუშვა მინიმალურ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში. 4. ბოლოს თხლად დაჭერით ნიორი და ჩაუმატეთ ხორცხ ხმელ ქინძთან და ტომატ-პასტასთან ერთად. მოურიეთ და ჩაამატეთ წითელი ცხარე წიწაკა. ჩაუმატეთ მარილიც, თუ ამას თქვენი გემოვნება მოითხოვს. მოურიეთ და ჩაუმატეთ გადანახული ბულიონი. ისევ მოურიეთ და განაგრძეთ დაბალ ცეცხლზე მზადება 5 წუთით. 5. საბოლოოდ თხლად დაჭერით ოხრახუში, ჩაუმატეთ და მოურიეთ. დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით და კერძი მზადაა. სურვილისამებრ ჩაუმატეთ დაჭრილი მჟავე კიტრიც და გემრიელად მიირთვით!
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.