ჯოზეფ გორდონ-ლევითმა თავისი თაყვანისმცემლები გააოცა. აღმოჩნდა, რომ მსახიობი თავის შეყვარებულ ტაშა მაქკოლიზე საიდუმლოდ დაქორწინდა. ეს ინფორმაცია მსახიობის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც დაადასტურა.
ქორწილი 20 დეკემბერს ახალდაქორწინებულების სახლში შედგა. ჩანს, რომ ის საკმაოდ მოკრძალებული და მცირერიცხოვანი იყო.
ჯოზეფი ყოველთვის ძალიან უფრთხილდებოდა თავის პირად ცხოვრებას და მას უცხო თვალისგან კარგად მალავდა. ის მხოლოდ 2013 წლის სექტემბერში გამოტყდა, რომ თავის სიყვარულს შეხვდა. „ვფიქრობ, რომ კარგი ადამიანი და შესანიშნავი შეყვარებული ვარ, – განაცხადა მან მაშინ. – არ ვისურვებდი ისეთ გოგოსთან მქონოდა ურთიერთობა, რომელიც პატივს არ მცემს. ჩემი რჩეული შოუ-ბიზნესის სამყაროდან არაა“.
33 წლის ჯოზეფისა და მისი რჩეულისთვის ეს პირველი ქორწინებაა. მსახიობის მეუღლეს ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს შოუ-ბიზნესთან. ის კომპანია Fellow Robots-ის გენერალური დირექტორია.
მასალის გამოყენების პირობები