2014 წლის საუკეთესო ანიმაციების რეიტინგი ასე გამოიყურება: 1. “დიდი გმირი 6″ - Marvel-ის ამ ანიმაციამ 241 მილიონი დოლარის მოგება და კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა. 2. “სიცოცხლის წიგნი” - გილერმო დელ ტოროს პროდუსერობით შექმნილი ეს ანიმაცია ანიმატორ ჯორჯ გუტიერეზის სადებიუტო ნამუშევარია. 3. “ბოქსტროლები” - კინოეკრანებზე გამოსვლისთანავე, ანიმაციაზე პოზიტიურად ალაპარაკდნენ, რაც კინოგაქირავებაზეც დადებითად აისახა. 4. “როგორ მოვარჯულოთ დრაკონი 2″ - ამ შემთხვევაში დინ დებლუამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ემოციები და ინტერესი არც მეორე ეპიზოდში არ განელებულიყო. 5. “რიო 2″ - მეორე ნაწილმა აბსოლუტურად გაამართლა მაყურებლის მოლოდინი. ანიმაცია სავსეა ფერებით, მხიარულებით, მეგობრობით, სიყვარულით, თანადგომით, იუმორითა და ყველა იმ გრძნობით, რომელსაც “რიოსა” და ბრაზილიის გულშემატკივრები კინოთეატრებამდე მიჰყავს ხოლმე. 6. “ლეგო ფილმი” - ეს მულტფილმი ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რომელმაც გაამართლა და რომელიც წლის ერთ-ერთ საუკეთესო ანიმაციადაც აღიარეს. როგორც ამბობენ, ის ოსკარზეც იქნება წარდგენილი და 2014 წლის საუკეთესო მულტფილმის ტიტულის მოპოვებისათვის სხვა ოთხ რჩეულთან ერთად იბრძოლებს.
მასალის გამოყენების პირობები