ზუგდიდში ხვალ, 7 იანვარს დაგეგმილ საშობაო ალილოს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე უხელმძღვანელებს.
ურმებით მსვლელობა 13:00 საათზე ქალაქის ოთხივე კუთხეში მდებარე ტაძრებიდან ერთდროულად დაიწყება. მსვლელობის მონაწილეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბებიან, რომლებიც მოგვიანებით ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებენ, სადაც მეუფე ძღვენს აკურთხებს.
"საზოგადოებას ვთხოვ, ერთად ჩავერთოთ ამ პროცესიაში და თუნდაც მცირეოდენი ძღვენი გავიღოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ,"- თქვა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ.
მისივე თქმით, შეგროვილი ძღვენი ზუგდიდში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ობოლ ბავშვებს გადაეცემათ.
მასალის გამოყენების პირობები