Sony-ის თანამშრომლები, ჰაკერული თავდასხმისას BlackBerry-ის ტელეფონებზე გადავიდნენ, - განაცხადა Sony Entertainment-ის ხელმძღვანელმა მაიკლ ლინტონმა.
მისი თქმით, როცა ჰაკერების თავდასხმის გამო შეწყდა კომპიუტერების და სტაციონარული ტელეფონების მუშაობა, სტუდიის 6 ათასი თანამშრომელი იძულებული გახდა იმპროვიზაციებისთვის მიემართათ, ფიჭური ტელეფონებით, ბლოკნოტებით და ანგარიშებით Gmail-ზე.
კერძოდ, საფინანსო განყოფილებამ, ძველი აპარატურა იპოვა, რათა სახელფასო ჩეკები ხელით გამოეწერათ, ასევე გამოიყენეს BlackBerry-ის ტელეფონები, რომლებიც ელექტრონულ ფოსტას საკუთარი სერვერის მეშვეობით ამუშავებს. ლინტონმა განაცხადა, რომ ჰაკერებმა არა მხოლოდ მოიპარეს მონაცემები, არამედ ისინი წაშალეს, რის გამოც მთელი კომპიუტერული სისტემა გამოუსადეგარი გახდა.
Sony Entertainment-ი, რამდენიმე კვირის წინათ, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა, ვინაიდან ინტერნეტში მოხვდა ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტი და სკანდალური ელექტრონული წერილი. კიბერ-შეტევა კი უკავშირდება კინოსტუდიის მიერ, სამხრეთ კორეის ლიდერზე, კიმ ჩენ ინზე კომედიის გადაღებას, სახელწოდებით „ინტერვიუ“
The Wall Street Journal
მასალის გამოყენების პირობები