რუბრიკები
საინტერესო ფაქტები ფსიქოლოგიიდან
ადამიანის ფსიქიკა ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა მის შესახებ მრავალი საინტერესო ფაქტი იციან და ადამიანის ქცევის წინასწარმეტყველებაც კი შეუძლიათ, მრავალი ასპექტი მაინც შეუსწავლელი რჩება. ჩვენ ხშირად გვიყვარდება ჩვენი მშობლების მსგავსი ადამიანები. ამის მიზეზი ბავშვობაში გადაუჭრელი პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც არაცნობიერად, მოზრდილ ასაკში ვცდილობთ. კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა, რა რიგითობით არის ასოები განლაგებული, ჩვენ მაინც სწორად ვკითხულობთ ტექსტს, მნიშვნელოვანია, რომ პირველი და ბოლო ასო იყოს სწორი. ისეთმა ბედნიერმა მოვლენებმა, როგორიცაა უნივერსიტეტის დამთავრება, ჩაბარება, ქორწინება ან ახალი სამსახური, შეიძლება დეპრესიამდე მიგვიყვანონ. ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი პრინციპი: რაც უფრო მაღალია მოლოდინები რაიმე მოვლენასთან დაკავშირებით, მით უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ იმედგაცრუებულები დარჩებით. მეტს ელი - ნაკლებს იღებ, ნაკლებს ელი - მეტს იღებ. უცნობ ადგილზე აღმოჩენილი ადამიანების უმეტესობა მარჯვნივ ბრუნდება. ამ ფაქტის ცოდნა ძალიან გამოგადგებათ, თუკი არ გსურთ, საცობში დგომა, მაშინ დაიკავეთ ადგილი მარცხნივ. იმ შემთხვევაში, თუ "კოშმარები" გაწუხებთ, შესაძლოა, ძილის დროს გცივათ. მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ რაც უფრო ცივა ოთახში, მით მეტია ცუდი სიზმრის ნახვის ალბათობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.